ალექსანდრე ანქვაბი: აფხაზეთის პრობლემები საქართველოს ომთანაა დაკავშირებული

ალექსანდრე ანქვაბი: აფხაზეთის პრობლემები საქართველოს ომთანაა დაკავშირებული

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, ის პრობლემები, რაც დღეს აფხაზეთს გააჩნია, საქართველოს ომთანაა დაკაშირებული.

„ჩვენ გვჭირდება დახმარება და მიყენებული ზიანის აღდგენა, დანარჩენს ჩვენ თვითონ მოვუვლით“, აცხადებს ანქვაბი.  ეს განცხადება ანქვაბმა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლეს კომისარ კნუტ ვოლებეკთან შეხვედრისას გააკეთა. 

ეუთოს კომისრის აზრით, სოჭის ოლიმპიადის წინ აფხაზეთში არსებული სიტუაციის გაცნობა სურდა.
„მინდოდა მენახა, როგორ იცვლება სიტუაცია და გავცნობოდი ახალ ხელმძღვანელობას. მე მადლობელი ვიქნებოდი, ჩემთვის რომ გაეცნოთ ის საერთო პოლიტიკური სიტუაცია, რაც დღეს სოხუმშია, რადგან მიმდინარეობს ჟენევის მოლაპარაკებები“,- განაცხადა ვოლებეკმა.