„Must Cary

„Must Cary"-ის ამოქმედებისათვის კანონში შესატან ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი გუშინ მოაწერა

"Must Cary"-ის ამოქმედების შესახებ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, კანონის თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ვალდებულება ეკისრება, მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ყველა ლიცენზირებული ტელეკომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისთვის ხელმისაწვდომია.

"გუშინ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საქართველოს ორგანულ კანონს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. კანონის თნახმად, ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ვალდებულება ეკისრება, მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ასევე ყველა  ლიცენზირებული მაუწყებელი, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისთვის. აღნიშნული ვალდებულება მოქმედებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ხელისმოწერის დღიდან არჩევნებამდე" - განაცხადა მანჯგალაძემ.