ეკა ბესელია: ხალხი თუნდაც იმიტომ უნდა მენდოს, რომ 2008 წელს არჩევნების შემდეგ მორალური ნაბიჯი გადავდგი

ეკა ბესელია: ხალხი თუნდაც იმიტომ უნდა მენდოს, რომ 2008 წელს არჩევნების შემდეგ მორალური ნაბიჯი გადავდგი

ფოთში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის, ეკა ბესელიას განცხადებით, ის რეალურად იბრძვის დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც მისი ნდობა და იმედი აქვთ.

ბესელიას თქმით, მას თუნდაც იმიტომ უნდა ენდოს ხალხი, რომ 2008 წელს არჩევნების შემდეგ მორალური ნაბიჯი გადადგა. მისი განმარტებით, ის მანდატისთვის კი არა, ხალხის უფლებებისთვის იბრძოდა.

„როდესაც პირადზე მაღლა საჯარო ინტერესს აყენებ, ეს ნდობის ხარისხს ზრდის. ნუ დავაკნინებთ იმ მორალურ გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენ მივიღეთ. რატომ უნდა მენდოს ხალხი? მე ხელისუფლებაში არ ვყოფილვარ, რომ მოქალეებს სახელმწიფო რესურსით მივხმარებოდი და დახმარებას ყოველთვის იმ პროფესიით ვცდილობდი, რომელსაც მე წარმოვადგენდი. მე უფლებადმცველი ვარ და ძალიან ბევრ ადამიანს დავხმარებივარ. ჩემი განვლილი გზა თუნდაც ძალიან კრიტიკულად რომ შეაფასო, ძალიან ბევრი ადამიანი კარგად მიხვდება რა აძლევთ მათ ნდობის საფუძველს“, - განაცხადა ბესელიამ და დასძინა, რომ 2008 წლის არჩევნები გაყალბდა და ეს პარლამენტი პარლამენტის ისტორიაში ერთ-ერთი სამარცხვინოა.