მაკა გიგაურის განმარტებით, პარლამენტის ქუთაისის გადასვლის პროცესი იწყება

მაკა გიგაურის განმარტებით, პარლამენტის ქუთაისის გადასვლის პროცესი იწყება

 პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის  და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის მაკა გიგაურის განმარტებით, საუბარი არ არის პარლამენტის შენობის დაცლაზე, არამედ  საუბარია პარლამენტის ქუთაისში გადასვლის პროცესის დაწყებაზე.

„ამას გარკვეული ეტაპები სჭირდება.  პარლამენტის  ამხელა შენობა  მოიცავს არქივს, აპარატურას და ასე შემდეგ. ეს პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება და რა პერიოდს მოიცავს არავინ იცის. ერთ თვეში დაიცლება, ერთ თვეში დავცლით, ოქტომბრამდე დასჭირდება, ოქტომბერში დავცლით. არავის განუსაზღვრავს, რომ ერთ თვეში დაცალეთ შენობა“, – აღნიშნა გიგაურმა.

კითხვაზე, პარლამენტის რამდენი თანამშრომელი გადადის ქუთაისში, გიგაურმა განმარტა, რომ ეს ჯერ განსაზღვრული არ არის.

„აპარატის ხელმძღვანელობა ყველა  თანამშრომლებს  სთავაზობს და იმუშაონ, მათ ნებაზეა დამოკიდებული, ვინ წამოვა და ვინ არა“, – აღნიშნა გიგაურმა.  

შეგახსებებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის ქუთაისში გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტის აპარატის თავმჯდომარე დავით ჯანიაშვილი პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა.