სიღნაღში სოციალურად დაუცველის სტატუსს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისთვის სასურველ პირებს ანიჭებენ

სიღნაღში სოციალურად დაუცველის სტატუსს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისთვის სასურველ პირებს ანიჭებენ

თავისუფალი საქართველოს ინფორმაციით, სიღნაღის რაიონში სოციალურად დაუცველის სტატუსი ენიჭებათ პირებს, რომლებიც არიან დასაქმებულები და გააჩნიათ გარკვეული შემოსავალი, მაშინ, როცა პირები, რომლებიც რეალურად სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირებისთვის აღნიშნული სტატუსი მიუწვდომელია.

როგორც პარტიის სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მაია სუხიშვილი აცხადებს, პარტიამ მონიტორინგი ჩაატარა, საიდანაც გაირკვა, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში, ძირითადად, ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოვებული პირები და ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნების ნათესავები არიან.

„თავისუფალი საქართველო“ ამგვარ მიდგომებს დისკრიმინაციულად აფასებს და მოუწოდებს უფლებადამცველ ორგანიზაციებს განახორციელონ მონიტორინგი პირებზე სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების პროცესზე“, - აღნიშნავს სუხიშვილი.