პენელოპა კრუსი მეორე შვილს ელოდება(VIDEO)

პენელოპა კრუსი მეორე შვილს ელოდება(VIDEO)

ესპანური მედიის ცნობით, მსახიობი პენელოპა კრუსი მეორე შვილს ელოდება. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, 38 წლის მსახიობი უკვე ორსულობის მესამე თვეშია. თავად პენელოპა და მისი მეუღლე ხავიერ ბარდემი პატარას დამადებას მოუთმენლად ელოდებიან.

როგორც ჩანს, კრუსი ბოლო ფილმის, ვუდი ალენის „რომის თავგადასავლების“ შემდეგ, რომლის პრემიერაც წინა კვირას შედგა, მინიმუმ ერთი წელი აქტიური ცხოვრებისგან დაისვენებს. როგორც თავად პენელოპა, ერთ-ერთ, ინტერვიუში ამბობდა, მას ძალიან უყვარს ოჯახთან ერთად სახლში ყოფნა. „მთელ ჩემს დროს სიამოვნებით დავუთმობ ლეოს“,- ამბობდა ვარსკვლავი, წლინახევრის შვილზე, რომელსაც მალე და, ან ძმა ეყოლება. ესპანელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ მსახიობი ორ ბავშვს ერთად, უფრო ვერ შეელევა, ვიდრე ერთს, ამიტომაც მოსალოდნელია, რომ პენელოპა კინო საქმიანობაში, ცოტა ხნით დაისვენებს.  მშვიდად ყოფნა, მისი ცხოვრების მთავარი ღერძია, როგორც თავად მსახიობი იხსენებს, მშობლები მას ბავშვობიდანვე სიმშვიდისკენ მოუწოდებდენ.

პენელოპა და ხავიერ ბარდემი ჰოლივუდის ყველაზე საიდუმლოებებით მოცული წყვილია. ისინი არასდროს ახმაურებენ პირად ცხოვრებას, ამიტომაც ესპაური პრესისთვის მოპოვებული ახალი ამბავი პენელოპას ორსულობაზე დიდი მიღწევაა.