ქართული ჯარის ახალი დევიზი: ,,არც მშვიდობიან დროს და არც ომში არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ“

ქართული ჯარის ახალი დევიზი: ,,არც მშვიდობიან დროს და არც ომში არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ“

 განათლების სამინისტროდან თავდაცვის სამინისტროში გადაბარგებულმა შაშკინმა ქართულ ჯარზე სერიოზული ზრუნვა დაიწყო.  როგორც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებგვედზე განთავსებული ინფორმაციიდან ვიგებთ,  ქართულ ჯარს ახალი დევიზი და მალე ახალი კონცეფცია  ექნება.  

,,არც მშვიდობიან დროს და არც ომში, არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ“,-  საკმაოდ იმედის მომცემი ფრაზაა, თუმცა, გასაკვირია,  რომ  ნატოს სტანდარტებზე  გადართულ ქართულ შეიარაღებული ძალების „აღმშენებლებს“, ეს დევიზი აქამდე არ გაუთავისებიათ.

   სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ახალ კონცეფციაზე მუშაობა უკვე დაიწყო. ახალი კონცეფცია საბოლოო სახეს დაახლოებით ორ კვირაში მიიღებს და ის საზოგადოებისთვის  ცნობილი ამ დროისთვის გახდება.

 კონცეფცია აგებული  აგებული იქნება ე. წ. 3T-ს პრინციპზე, პირველი პრინციპია ტოტალური ზრუნვა – Total Care, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ თითოეულ სამხედრო მოსამსახურესა და მის ოჯახზე ზრუნვას, ასევე სამხედროებისთვის სხვადასხვა სოციალური ბენეფიტების შეთავაზებას.

წარმოდგენილი კონცეფციის მეორე პრინციპია ტოტალური ტრენინგი -Total Training ნატოში ინტეგრაციისთვის აუცილებელია სახელმწიფოს  კარგად მომზადებული და გაწვრთნილი ჯარი ჰყავდეს. ამ მიმართულებით ჯარის მომზადება, საერთაშორისო წვრთნები და ტრენინგები კიდევ უფრო გაძლიერდება.  ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველოში ძლიერი, კარგად მომზადებული ჯარი იყოს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისა და სიძლიერის გარანტია.

 კონცეფციის მესამე პრინციპია ტოტალური თავდაცვა - Total Defence, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გულისხმობს, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი რეზერვის არსებობა და გაძლიერებაა.

 რაც შეეხება ქართული ჯარის ახალ დევიზს - ,,არც მშვიდობიან დროს და არც ომში არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ,, - ამ დევიზის ირგვლივ მოხდება ქართული ჯარის სულისკვეთების გაერთიანება.