პუტინის რეჟიმი სტალინის ეპოქას უბრუნდება?

პუტინის რეჟიმი სტალინის ეპოქას უბრუნდება?

დღეს რუსეთის სახელმწიფო დუმამ არაკომერციული ორგანიზაციებისთვის კანონი მიიღო. ამიერიდან, ორგანიზაციები რომლებიც საზღვარგარეთიდან დაფინანსდებიან, „საზღვარგარეთის ჯაშუშის“ იარლიყით ივლიან.

ამ დოკუმენტმა რუსეთის საზოგადოებისა და მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციების უკმაყოფილება გამოიწვია. დასადგენია  რა იგულისხმება ტერმინში  „პოლიტიკური მოღვაწეობა“, რადგან კონკრეტულად არ არის მითითებული რა პოლიტიკურ საქმიანობას გულისხმობს კანონი. ამ კანონს არ ექვემდებარებიან ეკლესიები, სახელმწიფო ორგანიზაციები და მათი ეგიდით შექმნილი არაკომერციული ორგანიზაციები.

სახელმწიფო დუმამ ეს კანონი პირველივე მოსმენით მიიღო.