ნიკოლა სარკოზის ვაჟი ქუთაისში კონცერტს გამართავს (VIDEO)

ნიკოლა სარკოზის ვაჟი ქუთაისში კონცერტს გამართავს (VIDEO)

ხვალ, 21:00 საათზე, საფრანგეთის ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის  შვილი აკა პიერ სარკოზი, იგივე  DJ MOSEY-ი  ქუთაისში უფასო კონცერტს გამართავს. DJ MOSEY ქალაქის ცენტრში ე.წ „მონპლაზირის“ თაღთან, ელექტრონული მუსიკის მოყვარული ქართველი მსმენელის წინაშე  Mon-Plaisir Festival -ის ფარგლებში წარსდგება.  ფესტივალის ორგანიზატორია Event Group.

პიერ სარკოზი ზომიერად  პოპულარული დიჯეია.  ის ფაქტი, რომ DJ MOSEY ნიკოლა სარკოზის შვილია, მას ბევრ რამეში დაეხმარა. შეიძლება ითქვას, რომ  პირეს მუსიკალურ სამყაროში გზა მისმა მდგომარეობამ გაუხსნა.  მიუხედავად ნიკოლა სარკოზის მომხრეთა და მოწინაათმდეგეთა პოლიტიკური პოზიციებისა, DJ MOSEY-ს  მაინც ყველა უსმენს.

პიერის პირველი ალბომი 2010 წელს გამოვიდა.  მასში თავმოყრილია მსოფლიოს, სხვადასხვა, ქვეყნის ვარსკვლავებთან ერთად ჩაწერილი დუეტები.

პიერ სარკოზი ბოლო რამდენიმე წელია „ქლაბერ“ წვეულებების სასურველი და აქტიური სტუმარი გახდა. მისი შემოქმედება, ბევრს იზიდავს, რადგან ძალიან მრავალფეროვანი, ენერგიული და რიტმულია.   DJ MOSEY -ს კომპოზიციებში გაერთიანებულია ჰაუსი, ელექტრო, დისკო, სოული, პიჰ-პოპი და სხვა მრავალი სტილის მუსიკა.

პიერ სარკოზი, DJ-ობასთან ერთად, მუსიკალური პროდიუსრის  პროფესიასაც ითავსებს და ამ საქმით საკმაოდ დიდ შემოსავალსაც იღებს.  

ზეგ, 14 ივლისს DJ MOSEY-ს კონცერტი უკვე ერევანში აქვს დაგეგმილი.