გოკა გაბაშვილი ადასტურებს, რომ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის დასაწყისში ჩატარდება

გოკა გაბაშვილი ადასტურებს, რომ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის დასაწყისში ჩატარდება

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი ადასტურებს, რომ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის დასაწყისში იქნება. „არჩევნები ოქტომბრის დასაწყისში რომ იქნება ეს ყველამ ვიცით, ზუსტი დღე არ ვიცი. პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა არჩევნების თარიღის დანიშვნა“, - აღნიშნა from.ge-სთან საუბარში გაბაშვილმა. მისივე განმარტებით, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სია არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ გახდება ცნობილი. „როდესაც არჩევნები ოფიციალურად გამოცხადდება და ყველა პარტია აქტიურ საარჩევნო ფაზაში შევა, სიასაც გამოვაქვეყნებთ და მაჟორიტარობის კანდიდატებსაც დავასახელებთ“, - აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.