ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები

ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები

გუშინ, 12 ივლისს, რუსთაველის თეატრში ლიტერატურული პრემია „საბას“ რიგით მე-10 დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. კონკურსის ფინალურ ეტაპზე წარდგენილი იყო 42 წიგნი. აქედან, 9 ნომინაციის მიხედვით,  2011 წლის საუკეთესო წიგნები და ავტორები გამოვლინდა.

„საბას“  წლევანდელი გამარჯვებულები არიან: წლის საუკეთესო პროზაული კრებული - ბესო ხვედელიძე, „წითელი“.  წლის საუკეთესო პოეტური კრებული - პაატა შამუგია, „დაუჯდომელი“.  წლის საუკეთესო რომანი - აკა მორჩილაძე,  „Obole“.  წლის საუკეთესო დებიუტი - სალომე ბენიძე, „მოხსენებითი ბარათი“ და ეკატერინე ტოგონიძე, „ანესთეზია“.  წლის საუკეთესო თარგმანი - დავით წერედიანი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტი".  წლის საუკეთესო პიესა - ლაშა ბუღაძე, „ნავიგატორი“. წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა - გიორგი მაისურაძე, „ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები“. წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - ლევან ბრეგაძე, „ლიტერატურული (გამო)ძიებანი“.

ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის პრიზი მწერალ რეზო ჭეიშვილს გადაეცა.

„თიბისი“ ბანკმა სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა კონკურსის ორგანიზატორები - მაია ძირკველიშვილი და რატი ამაღლობელი.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ 2003 წელს დაფუძნდა. საპრემიო ფონდი 40 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს თიბისი ბანკი გადასცემს.