კახა ანჯაფარიძე -

კახა ანჯაფარიძე - "მასთ ქერის" განხორციელებას ხელს არაფერი შეუშლის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის კახა ანჯაფარიძის განმარტებით, „მასთ ქერის“ პრინციპის განხორციელებას ხელს არაფერი შეუშლის. კითხვაზე, შეუშლის თუ არა ხელს „მაესტროს“ სატელიტური თეფშების დაყადაღება, „მასთ ქერის“ პრინციპის განხორციელებას, ანჯაფარიძემ განმარტა, რომ ეს ორი სხვადასხვა მოვლენაა და ამ ორ მოვლენას არაფერი საერთო არა აქვს.   

„მასთ ქერის“ არის სხვა ტიპის რეგულაცია, „მასთ ქერი“ გულისხმობს იმას, რომ როდესაც ძალაში შევა პრეზიდენტის  ნორმატიული აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ, იმ დღიდან საკაბელო ოპერატორები ვალდებულები იქნებიან  ყველა ლიცენზირებული მაუწყებელი ჩართონ ტრანზიტში“, - აღნიშნა კახა ანჯაფარიძემ.

პარლამენტმა მაუწყებლის სავალდებულო ტრანზიტის - ე.წ. მასთ ქერის შესახებ  კანონი საგაზაფხოლო სესიის ბოლოს მიიღო.