გოგა ხაჩიძის თქმით, არა „ბაევიცა“ ეკა ხაჩიძეს  ნერვებმა უმტყუნა

გოგა ხაჩიძის თქმით, არა „ბაევიცა“ ეკა ხაჩიძეს ნერვებმა უმტყუნა

კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრას ხაშურის რაიონის სოფელ ბუღაურაში ჩხუბი მოჰყვა. ქართული ოცნების წარმომადგენლებს გორის რაიონის სოფლებში ჩასვლისას, თუ აქამდე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ნაციონალების აქტივისტები უპირისპირდებოდნენ, ამჯერად, ნაციონალების დამცველთა რიგებს მინისტრის ოჯახის წევრებიც შეემატნენ.

სოფელ ბუღაურაში გარემოს დაცვის მინისტრის გოგა ხაჩიძის ოჯახის წევრებმა: დამ, ეკა ხაჩიძემ და სიძემ, ბესო ბუაძემ და მინისტრის მამამ მევლუდ ხაჩიძემ პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების" ლიდერებს, მოსახლეობასთან შეხვედრისას საკუთარი თანამოაზრეები დაუპირისპირეს. 

ეკა ხაჩიძე შეშინებული თანასოფლელების მოძებნას ყვირილით შეეცადა. "ვინ შეაშინა ეს ხალხი? აღიარეთ. არ გრცხვენიათ? რომელი ხართ შეშინებული. დაშინებული რომელია? ის მაინტერესებს, ქალბატონი ხაჩიძე რომ მოითხოვა. რა "ბაევიცა" მე მნახეთ, რომ ვინმე დავაშინე. ძალიან გთხოვთ, ეს ზედმეტი ლაპარაკი არ გინდათ. თქვენ აქ პროვოკაციისთვის ხართ მოსული?"  

გოგა ხაჩიძის მამამ მევლუდ ხაჩიძემ, ქართული ოცნების წარმომადგენლებს ფულის მონები და ივანიშვილის რუპორები ეძახა."რამდენჯერ მე ივანიშვილის სადღეგრძელო დამილევია იმდენი შველა ჩემს შვილებს. ვამბობდი, აი კაცი! არაფერი უნდა, თურმე რა არ უნდა, რუსეთის მონაა და ყველაფერი თავისთვის უნდა. თქვენც გაიგეთ ფულებს არიგებენო და გარბიხართ, არა, თქვე საცოდავებო!"- ასე მიმართავდა "ქართული ოცნების" წევრებს მევლუდ ხაჩიძე 

ინციდენტთან დაკავშირებით მინისტრმა  ხაჩიძემ განცხადება სოციალურ ქსელ "ფეისბუქის"  მეშვეობით გაავრცელა.

"ეს ჩემი დაა (აქ საშინლად გამოიყურება ისე, არა:) ), სამი წლით უმცროსია ჩემზე.
ეს მამაჩემია...
ეს ამბავი ჩემი სახლის წინ ხდებოდა დღეს, სურამში.
რა თქმა უნდა, უკეთესად შეეძლოთ, მოქცეულიყვნენ.
რა თქმა უნდა, ნერვებმა უმტყუნათ...
ამ საკითხზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ისინი დამოუკიდებელი ადამიანები არიან და თვითონ წყვეტენ, როგორ მოიქცნენ. ვწუხვარ, რომ ამ შემთხვევაში მოვლენების ცენტრში ჩემს გამო აღმოჩნდნენ.

ამ კვირას, თუ მოვახერხე, გავუვლი. დიდი ხანია, აღარ მინახავს.
თან "კუკარაჩას" ჩავუტან, ფილმს.
არ აწყენთ კლასიკის გადამეორება. :)".