რამაზ საყვარელიძე:მამალაძის ხალხი ქვებს  „ნაციონალებს“ მარნეულის აქციაზე ესროდა

რამაზ საყვარელიძე:მამალაძის ხალხი ქვებს „ნაციონალებს“ მარნეულის აქციაზე ესროდა

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე დღეს სოფელ კარალეთში მომხდარ ინციდენტს 2002 წლის შემოდგომის მარნეულის აქციას ადარებს და აცხადებს, რომ იგივე პრობლემაა, იგივე პროცესია, ძალთა იგივე გადანაწილებაა და შედეგიც, ალბათ იგივე იქნება, თანაც „უფროსები“, ამ შემთხვევაში ამერიკის ელჩი, სახლში არ არიან.

„ადამიანი ქვის სროლას რომ იწყებს, ეს მის მდგომარეობაზე უკვე მიუთითებს, როდესაც ადამიანი თავს თავდაჯერებულად გრძნობს, ის ქვას არ ისვრის. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ეს ბრძოლა უკვე წაგებული აქვს, ისევე როგორც თავის დროზე შევარდნაძეს და მის გარემოცვას ჰქონდა წაგებული.

რაც შეეხება იმას, გრძნობს თუ არა ხელისუფლება იმას, რომ  მსგავსი ფაქტები არა მარტო ქართული, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც ცუდ ფაქტად აღიქმება, დიდად მეპარება ეჭვი, რომ ჩვენი ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ჩვენი ხელისუფლება ისეთი მგრძნობიარე გახლდეთ, როგორც ეს გავრცელებული მოსაზრება გახლავთ. ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, სანამ შეძლებს, თავისი გაიტანოს, სანამ საერთაშორისო რეაქცია მის ამა თუ იმ ნაბიჯებს არ დაბლოკავს.

ახლა სააკაშვილის ხელისუფლება თავს მშვენივრად გრძნობს,ა მერიკის საელჩო ელჩის გარეშეა დარჩენილი და დემოკრატიის ყველაზე მკაცრი მასწავლებელი, ასე ვთქვათ, სახლში არ არის. როცა უფროსები სახლში არ არიან, ბავშვები როგორ იქცევიან, მოგეხსენებათ.

შეგახსენებთ, რომ შევარდნაძემ, რომელიც ზოგადად საკმაოდ მგრძნობიარე გახლდათ საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი,  იმ პირობებში, ჩამოსულ ამერიკელ მეგობარს ბეიკერს ანგარიში არ გაუწია. ასე, რომ როდესაც სკამი რყევას იწყებს, ისეთი ღირებულებები, როგორიცაა საერთაშორისო პარტნიორები და მეგობრები, შეიძლება  ქმედითი აღარ აღმოჩნდეს“,-აცხადებს საყვარელიძე.