ტაჯიკეთი რუსეთს სამხედრო ბაზის „ქირად“ 250 მილიონ დოლარს სთხოვს

ტაჯიკეთი რუსეთს სამხედრო ბაზის „ქირად“ 250 მილიონ დოლარს სთხოვს

ტაჯიკეთმა რუსეთის ხელისუფლებას 201-ე სამხედრო ბაზისთვის საკუთარი ტერიტორიის მიქირავებაში  250 მილიონი დოლარი მოსთხოვა. რუსეთის თავდაცვის სამინისტოს განცხადებით, მათ ჯერ არ მიუღიათ ტაჯიკებისგან ოფიციალური დოკუმენტი, ასე რომ ინფორმაციას ვერც დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ.

რუსეთის სახმელეთო ჯარების გენერალ-პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩირკინის  განცხადებით, მოლაპარაკება რუსეთ-ტაჯიკეთს შორის 2012 წლის პირველ ნახევარში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოლაპარაკება ვერ შედგა. „მათ ოცამდე მოთხოვნა წამოგვიყენეს. მათ შორის ქვეყანაში ბაზის დატოვების ვადა 49 წლიდან 10 წლამდე შეგვიმცირეს“.-აცხადებს ჩირკინი.

რუსეთის სამხედრო ბაზა ტაჯიკეთში 2005 წელს დაარსდა. ეს რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი სამხედრო ბაზაა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე.