რობერტ რედფორდის ახალი აღიარება

რობერტ რედფორდის ახალი აღიარება

წინა საუკუნის დასაწყისის ჰოლივუდელი კინოვარსკვლავების დოროთი და ლილიან გიშების სახელობის ფონდმა თავისი ყოველწლიური ჯილდო ცნობილ მსახიობსა და რეჟისორ რობერტ რედფორდს მიანიჭა.

 

ამ ჯილდოს ფორმულირებაში აღნიშნულია, რომ ის განკუთვნილია “ქალისა ან მამაკაცისთვის, ვინც სამყაროს გალამაზებაში, ადამიანური სიხარულისა და ცხოვრების არსის გაგებაში გამორჩეული წვლილი შეიტანა”.

 

პრემიის ფულადი ნაწილი 325 ათას დოლარს შეადგენს, რაც მსოფლიო ხელოვნებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯილდოა.

 

ოფიციალური ცერემონია რობერტ რედფორდის პატივსაცემად, მიმდინარე წლის 12 ნოემბერს ნიუ-იორკის Hudson Theater-ში გაიმართება.

 

დოროთი და ლილიან გიშების პრემია 1994 წელს დაარსდა. მის ლაუერატებს შორის სახელდებიან: რეჟისორი ინგმარ ბერგმანი, არქიტექტორი ფრენკ გერი, ჯაზმენი ორნეტ ქოულმენი, მომღერალი ბობ დილანი, ქორეოგრაფი მერს კანინჰემი, მწერალი და დრამატურგი არტურ მილერი, მუსიკოსი და კომპოზიტორი ლორი ანდერსონი.