კარალეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით,  „ქართული ოცნება“  საგანგებო ბრიფინგს  გამართავს

კარალეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ საგანგებო ბრიფინგს გამართავს

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მანანა კობახიძის განმარტებით, სოფელ კარალეთში დევნილ მოსახლეობასთან პარტიის აქტივისტების წინააღმდეგ, ხელისუფლებამ ისევ პროვოკაცია მოაწყო.

როგორც ირკვევა გორის რაიონის სოფელ კარალეთში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ჩასვლას ადგილობრივი ხელისუფლებისა და  „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

კოალიციის ლიდერები დღეს დევნილთა დასახლებაში  დევნილებთან შეხვედრას გეგმავდნენ, თუმცა, როგორც კი ისინი ავტომობილებიდან გადმოვიდნენ, მათ ქვები დაუშინეს. 

„ზუსტ დეტალებს ნამდვილად არ ვიცნობ. ამ წუთას კარალეთისკენ მივემართები.  სოფელ კარალეთში დევნილ მოსახლეობასთან ჩვენი  აქტივისტების წინააღმდეგ, ხელისუფლებამ ისევ პროვოკაცია მოაწყო. დაწვრილებით ინფორმაციას საზოგადოება 15:30 საათზე გამართული ბრიფინგიდან შეიტყობს“,- განაცხადა კობახიძემ

რამდენიმე წუთის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" დღეს 15:30 საათზე სოფელ კარალეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს.