ხვალ ჩვილთა 23-ე, საყოველთაო ნათლობა გაიმართება

ხვალ ჩვილთა 23-ე, საყოველთაო ნათლობა გაიმართება

ხვალ ჩვილთა, 23-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.  სვეტიცხოვლის დღესასწაულზე, საქართველოს კათოლიკო პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კიდევ 510 ბავშვს მონათლავს. პატრიარქი უკვე 11 907 ბავშვის ნათლიაა, ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და ყოველი მომდევნო შვილები არიან.

რიგით 23-ე ნათლობა სამების ლავრის სულიწმინდის სახელობის სანათლავ ტაძარში ჩატარდება. პატარებს ტრადიციულად ჯვარს, ნათლობის მოწმობას, სახარებას და სანთლებს აჩუქებენ. ნათლობის დასრულების შემდეგ კი, პატრიარქი  თავის ახალ ნათლულებს დალოცავს.

ჩვილთა საყოველთაო ნათლობას საფუძველი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის, ინიციატივით 2008 წელს, ნათლისღების დღესასწაულზე ჩაეყარა.