ივანიშვილი: „ბანკ  ქართუსთან“ დაკავშირებით,  პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ჯგუფურ თაღლითობას  აქვს ადგილი

ივანიშვილი: „ბანკ ქართუსთან“ დაკავშირებით, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ჯგუფურ თაღლითობას აქვს ადგილი

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართუ ბანკთან“ დაკავშირებით,   ყველა ის პროცესი შეაფასა, რომელიც  მისი პოლიტიკაში ჩართვის დღიდან ხორციელდება. ივანიშვილის განცხადებით,  ამ შემთხვევებში პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ჯგუფურ თაღლითობას  აქვს ადგილი.  მისივე თქმით, მისი დაჯარიმება გაუგებრად განხორციელდა და ასევე დარიცხული ჯარიმები გაუგებრად და უკანონოდ მიაბეს ბანკს.

„დიდი მცდელობის მიუხედავად, ხელისუფლებამ "ქართუს" მუშაობის შეჩერება ვერ მოახერხა და ახლა უბრალოდ მიაქვთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.