პიტერ ო’ტული: ჩემთვის კინო და თეატრი დასრულდა(VIDEO)

პიტერ ო’ტული: ჩემთვის კინო და თეატრი დასრულდა(VIDEO)

მსოფლიო კინოსა და თეატრის  ვარსკვლავი, 79 წლის ბრიტანელი მსახიობი პიტერ ო’ ტული სამსახიობო კარიერას ასრულებს.  „ჩემთვის კინო და თეატრი დასრულდა. აღარ მაქვს ამის ძალა და გამბედაობა. უკან ვერ დავბრუნდები“,-აცხადებს მსახიობი.

პიტერ ო’ტულმა აღნიშნა, რომ მიუხედავად მისი სანუკვარი ოცნებისა გახდეს „ოსკარის“ გამარჯვებული, უკვე მიღებული აქვს ამაზე ბევრად დიდი ჯილდო - საზოგადოებრივი მხარდაჭერა და სიყვარული. რაც მისთვის  ემოციური კმაყოფილებაცაა და მატერიალური კეთილდღეობაც. „გტოვებთ ცრემლების გარეშე და დიდი მადლიერების გრძნობით“, - ასე დაასრულა განცხადება მსახიობმა.

ო’ტული, ოსკარზე რვაჯერ იყო ნომინირებული, მაგრამ კინოაკადემიის ულაღლესი ჯილდო არცერთხელ  მიუღია. 2003 წელს მსახიობს ამერიკის კინოაკადემიამ კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისა და დამსახურებისთვის საპატიო ჯილდო მიანიჭა.

პიტერ ო’ტული 1932 წლის 2 აგვისტოს, ირლანდიაში დაიბადა. პირველი თეატრალური გამოცდილება 6 წლის ასაკში, სერიოზული როლი კი, 1995 წელს ბრაიტონის თეატრში მიიღო.

მსოფლიო აღიარება პიტერს მოუტანა ფილმმა „Lawrence of Arabia“. 1963 წელს ამ ფილმმა 7 „ოსკარი“ მიიღო

1966 წელს პიტერმა ითამაშა, არანაკლებ წარმატებულ კომედიში „როგორ მოვიპაროთ მილიონი“, სადაც  პარტნიორობა ოდრო ჰეპბერნს გაუწია.

პიტერ ო’ტულის მონაწილეობით ახლახანს გამოვიდა  ფილმი „კრისტიადას ნამდვილი ისტორია“. ასევე, მსახიობმა კიდევ ორ ფილმზე დაამთავრა მუშაობა, რომელთა პრემიერებიც 2013 3 წელს შედგება. საუბარია ფილმებზე „ეკატერინა“ და „მარია, ქრისტეს დედა“.