„კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის“ -  პროკურატურისა და სასამართლოს მოქმედება  თავისუფალი მედია საშუალებების წინააღმდეგაა მიმართული

„კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის“ - პროკურატურისა და სასამართლოს მოქმედება თავისუფალი მედია საშუალებების წინააღმდეგაა მიმართული

არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის“წევრი ორგანიზაციები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ,  პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ტელეკომპანია მაესტროს მიერ შემოტანილი „დიდი ოდენობით“ სატელიტური თეფშების დაყადაღების ფაქტზე  შეშფოთებას გამოხატავენ.

აღნიშნულის შესახებ,  არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას აქვეყნებს.

„ჩვენთის სრულიად გაუგებარია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასეთი პროცესუალური მოქმედება თითქოსდა „მიზნად ისახავს წინასაარჩევნო პროცესების დაცვას, შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლრბის უზრუნველყოფას“, - ნათქვამია „კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობოში მიაჩნიათ, რომ როგორც პროკურატურის ასევე სასამართლოს მოქმედება ცალსახად მიმართულია თავისუფალი მედია საშუალებების წინააღმდეგ, რაც თავისთავად ხელს უშლის საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციისა და ალტერნატიული აზრის მიწოდებას, მითუმეტეს, მაშინ როდესაც დამოუკიდებელი მედია საშუალებების მუშაობა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სარჩევნო პერიოდში.

„მიგვაჩია, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ეჭქვეშ დააყენებს 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და გამჭირვალედ ჩატარებას“, - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

„კოალიციის სამოქალაქო განვითარებისთვის“ მოუწოდებენ  საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, საქართველოს სახალხო დამცველს საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მკაცრად შეაფასონ აღნიშნული მოქმედება, რათა უმოკლეს დროში უზრუნველყოფილ იქნეს დამოუკიდებელი მედიის თავისუფლება.