საბჭოელ „ჰოლოკოსტელებს“ გერმანია კომპენსაციას გადაუხდის

საბჭოელ „ჰოლოკოსტელებს“ გერმანია კომპენსაციას გადაუხდის

Deutsche Welle-ის ინფორმაციით, გერმანიის ხელისუფლება საბჭოთა კავშირის ებრაელებს, რომელთაც „ჰოლოკოსტი გადაიტანეს“ - 80 000 ევროს გადაუხდის. გერმანიის ხელისუფლებამ და ებრაელების მატერიალური სარჩელების კომისიამ უკვე შეიმუშავეს ახალი პროექტი.

საერთო ჯამში გერმანიის ხელისუფლებამ გადარჩენილ ებრაელებს 245 მილიონი ევრო უკვე გადაუხადა. ამჯერად თითოეულ „ჰოლოკოსტელს“ 2556 ევროს გადაუხდიან, გარდა ამისა ისინი ყოველთვიურად 300 ევროს ღირებულების პენსიასაც მიღებენ.

ახალი კომპენსაციების გაცემა 2012 წლის 1 ნოემბრიდან გაიცემა. დაწვრილებით ინფორმაციას საიტი Claims Conference ავრცელებს.