განქორწინებების მორიგი ტალღა ჰოლივუდში: ანტონიო ბანდერასი და მელანი გრიფიტი შორდებიან (VIDEO)

განქორწინებების მორიგი ტალღა ჰოლივუდში: ანტონიო ბანდერასი და მელანი გრიფიტი შორდებიან (VIDEO)

როგორც ჩანს, ჰოლივუდს მალე განქორწინებების მორიგი ტალღა გადაუვლის. ტომ კრუზისა და ქეით ჰოლმსის განქორწინებაზე ატეხილ ხმაურს, შესაძლოა, კიდევ ერთი, ვარსკვლავური წყვილის დაშორება ჩაენაცვლოს.  ამბობენ, რომ რიგში ანტონიო ბანდერასი და მელანი გრიფიტი დგანან, ისინი 15 წლის წინ დაქორწინდნენ, თუმცა, შესაძლოა, ამ 15 წლიან „ლავ სთორს“ წერტილი მალე დაესვას.

პირველად წყვილის მოსალოდნელი განქორწინების შესახებ აპრილში ალაპარაკდნენ, მაშინ როდესაც ანტონიოს ღამის კლუბში, მარტო დაინახეს. „მარტო“  ბრჭყალებში, რადგან ის დროს მშვენიერი ქალბატონების გარემოცვაში ატარებდა და მათთან გამომწვევ ცეკვასა და კოცნასაც კი არ ერიდებოდა.

ივლისის ბოლოს, ჭორები გამყარდა და ახლა წერენ, რომ ანტონიო და მელანი ნამდვილად შორდებიან.  პრესაში ამტკიცებენ, რომ გრიფიტი უკვე დიდი ხანია ნიშნობის ბეჭედს არ ატარებს, მისი მეგობრები კი ამბობენ, რომ ის დაიღალა და გადაწყვიტა ამ „ოჯახურ აბსურდს“ წერტილი დაუსვას.  „ანტონიოს მუდმივად სხვადასხვა ქალებთან ჰქონდა ფლირტი, უფრო მეტიც, ის გვერდს ვერც ერთ ქალს ვერ უვლის“,-ამბობენ წყვილის მეგობრები.

ოფიციალურ კომენტარს განქორწინებაზე, ჯერ-ჯერჯერობით, წყვილის არც ერთი მხარე არ აკეთებს.