ქალაქ ბარში ორი ქართველი დააკავეს

ქალაქ ბარში ორი ქართველი დააკავეს

იტალიური პრესის ინფორმაციით, გუშინ ქალაქ ბარში, სამართალდამცავების მიერ გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ქურდობის ფაქტზე დაკავებულია ორი ქართველი, რომელთა ვინაობასაც პრესა არ ამხელს, თუმცა აღნიშნავს რომ ისინი 22 და 24 წლის მამაკაცები არიან.

ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციით კი, ემილიოს რეგიონში  ერთ-ერთი ფერმერის სახლის ძარცვის მცდელობისას თამაზ ნემსაძე და გურამ შათირიშვილი დააკავეს. ქართველებმა  დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, დაშავდა რამდენიმე კარაბინელი.

იტალიელ სამართალდამცავებთან დაპირისპირების დროს, ერთ-ერთმა დაკავებულმა  თამაზ ნემსაძემ იტალიელი პოლიციელის ტაბელური იარაღის აღება მოახერხა, რომლიდანაც რამდენჯერმე მოახდინა გასროლა.

26 ივნისს იტალიური პრესა კიდევ ორი ქართველი მამაშვილის დაკავების შესახებ წერდა, რომელთა აყვანაც იტალიელმა სამართალდამცავებმა ქალაქ გენუას საიუველირიო მაღაზიის ძარცვის დროს ამოახერხეს. მათ ბინაში პოლიციამ რამდენიმე ატასი ევრო, ძვირფასეულობა და ნარკოტიკი მეტადონი აღმოაჩინა. აღნიშნულ ფაქტან დაკავშირებით მინდინარეობს ძიება.