„ახალმა მემარჯვენეებმა“ იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

„ახალმა მემარჯვენეებმა“ იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

პოლიტიკური პარტია „ახალმა მემარჯვენეების“ იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია. იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატები პარტიის ლიდერმა, დავით გამყრელიძემ დღეს ქუთაისში დაასახელა.

ქუთაისში კენჭს მამუკა მღვდელაძე იყრის, სამტრედიაში - ლევან ბუაძე, ზესტაფონში - კახა შავგულიძე.

ამასთან, „მემარჯვენეებმა“ თერჯოლაში მაჟორიტარად ამირან სოფრომაძე, წყალტუბოში - გოგა ასათიანი, ხოლო ხონში - ილია ყუფარაძე დაასახელეს.