„თბილისის ლუდის ფესტივალი“ ბრუნდება

„თბილისის ლუდის ფესტივალი“ ბრუნდება

14 და 15 ივლისს, ვარდების რევოლუციის მოედანზე, კომპანია „ნატახტარი“ ყველაზე მასშტაბურ ლუდის ფესტივალს წარმოგიდგენთ, რომელიც, გასული წლების მსგავსად, ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ღონისძიებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებული ლუდის ფესტივალების ქართული ანალოგი, ტრადიციული სახეს მიიღებს. ის წელს უკვე მესამედ გაიმართება და მართლაც, ყველაზე ხალხმრავალი და გრანდიოზულია მთელს სამხრეთ კავკასიაში. Tbilisi Beer Fest–ის მხარდამჭერი თბილისის მერიაა.

პირველი მასშტაბური ლუდის ფესტივალი 2010 წლის ივნისში დაფუძნდა, რომელსაც რეგიონის მასშტაბით ანალოგი არ გააჩნია. თბილისის ცენტრში, ვარდების რევოლუციის მოედანზე 2 დღის განმავლობაში თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ უწყვეტ ზეიმს, რომელიც მოიცავდა ლუდის გასართობ და საკონცერტო პროგრამას. ფესტივალის ორგანიზების უპირველეს მიზანს ლუდის სმის კულტურის განვითარება, თანამედროვე სტანდარტების ღონისძიების მოწყობა და მის მსოფლიო საფესტივალო სივრცეში ინტეგრირება წარმოადგენდა.

2 დღის განმავლობაში საფესტივალო ტერიტორიაზე განთავსებულ სცენაზე გაიმართა 7 ბენდის კონცერტი. წამყვანების მიერ მოეწყო წამახალისებელი გათამაშებები და შეჯიბრებები. საფესტივალო ტერიტორია ღია იყო 12 საათიდან გვიან ღამედე. 2 დღის განმავლობაში ფესტივალს დაესწრო 20 ათასამდე სტუმარი.

შარშან კი Tbilisi Beer Fest-ს  25 000 ვიზიტორამდე  სტუმრობდა, წელს ფესტივალი გაცილებით მეტი რაოდენობის ლუდის მოყვარულს ელის.