მირანდა კერი: მე და ორლანდოს კიდევ გვეყოლება შვილები (VIDEO)

მირანდა კერი: მე და ორლანდოს კიდევ გვეყოლება შვილები (VIDEO)

ჟურნალი Harper’s Bazaar -ის აგვისტოს ნომრის გარეკანზე თავს „ვიქტორია სეკრეტის“ სუპერმოდელი მირანდა კერი იწონებს. მასში განთავსებულ ინტერვიუში კი, ბედნიერი დედა და მეუღლე თამამად საუბრობს,  ორლანდო ბლუმსა და 17 თვის შვილ ფილიპზე.

მშობიარობის შემდეგ მირანდა შესანიშანვ ფორმაშია და ამბობს, არასდროს შემშინებია, მშობიარობის შემდე ფორმა რომ ვერ აღმედგინაო. „მთავარი პრიორიტეტი ჩემთვის  ჩემი შვილი იყო, ის დაბადებიდან ბუნებრივ კვებაზე მყავდა. ვფიქრობ, ეს ყველაზე კარგი რამაა, რაც დედამ შეიძლება ახალშობილს მისცეს. რძის პრობლემა არ მქონია, თუმცა ფილიპს უკვე კბილები ამოუვიდა და ჭამას ისედაც ახერხებს. სინამდვილეში ფორმის დაბრუნება მარტივად გამომივიდა, დიეტაზეც კი არ ვყოფილვარ, უბრალოდ როგორც წესი, ფიზიკურ ვარჯიშებს ვაკეთებდი, ისიც სპორტდარბაზების გარეშე“- ამბობს ავსტრალიელი სუპერმოდელი.

რაც შეეხება პატარას, მასზე ინტერვიუში მირანდა აღფრთოვანებული საუბრობს,- „ვფიქრობ, მე და ორლანდოს კიდევ გვეყოლება შვილები. საერთოდაც შვილები ყველაზე  დიდი  მიღწევაა ცხოვრებაში. ყველაზე დიდი გამოცდილება და სიამოვნება. ჩემი იდეალური დღე მაშინ თენდება, როდესაც ჩემი ბიჭს ხმა მაღვიძებს, შემდეგ კი მთელ დღეს მას ვუთმობ“.

მეუღლეზე, მსახიობ ორლანდო ბლუმზე სუპერმოდელი ამბობს, რომ არ უყვარს როდესაც ის მის შოუებზე მოდის,- „პოდიუმზე ამ დროს ძალიან ვნერვიულობ. როცა ის მოდის, აუცილებლად რაღაც მემართება. თუმცა, რა თქმა უნდა, მას ამას  ვერ ავუკრძალავ!"