მურატ ჯიოევი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა „მითია“

მურატ ჯიოევი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა „მითია“

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია „საქართველოში სიტუაციის“ შესახებ ოსურმა და აფხაზურმა მხარემ, როგორც მოსალოდნელი იყო,  გამაღიზიანებლად აღიქვა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, ხოლო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „ოკუპირებულ ტერიტორიებადაა“ მოხსენიებული.

როგორც სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული პოსტკონფლიქტური სიტუაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ მურატ ჯიოევმა განაცხადა, განცხადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, მხოლოდ „მითია“.

„ეუთოს მიერ მიერ მიღებული რეზოლუცია ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირონ თავიანთი პოლიტიკური  სურვილი არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით და რომლებიც არ შეუთანხმეს არცერთ ცნობილ სპეციალისტს, არ გაითვალისწინეს რეალურად არსებული სიტუაცია“,-აცხადებს ჯიოევი. 

პოსტკონფლიქტური სიტუაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომისიას თავიც არ შეუწუხებია, რომ სამხრეთ ოსეთში ჩამოსულიყო და ადგილზე გასცნობოდა მოსახლეობის განწყობას, ეს კი ოსი ხალხისადმი უპატივცემულობაა.

„ეს არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისადმი პატივისცემა? საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მხოლოდ მითია, ხოლო სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარებული რესპუბლიკებია, რომლებიც ვითარდებიან ზუსტად ისე, როგორც პოსტსაბჭოტა კავშირის სხვა რესპუბლიკები“,-აღნიშნავს ჯიოევი.

მურატ ჯიოევის განცხადებით, ჟენევაში მიმდინარე დისკუსიების დროს, ჩვენ ვერ დაგვიმტკიცეს რატომ იყო სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი „ოკუპირებული“ ტერიტორიები, რადგან ოკუპაციის საერთაშორისო აღიარებას  ეს ფაქტი არ შეესაბამება.

„და კიდევ ერთი-ეუთოს კომისიის მიღმა ჩაირა იმ ფაქტმა, რომ ევროკავშირის დამოუკიდებელმა კომისიამ , რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის მიზეზები შეისწავლა, ქართული მხარე აგეროსორად სცნო“,-აღნიშნავს ჯიოევი და დასძენს, რომ ეუთოს მიერ მიღებული რეზოლუციაც ისევე დარჩება დ რეზოლუციად, როგორც აქამდე მიღებული დოკუმენტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით.