ქლორის გაჟონვის შედეგად მოწამლული ლაშა ნარიმანიძე გარდაიცვალა

ქლორის გაჟონვის შედეგად მოწამლული ლაშა ნარიმანიძე გარდაიცვალა

ლილოში ქლორის გაჟონვის შედეგად მოწამლული 18 წლის ლაშა ნარიმანიძე გუშინ ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა.

კლინიკის პრესსამსახურში აცხადებენ,რომ პაციენტის მდგომარეობა შემოყვანის დღიდან მძიმე იყო. მას ჰქონდა ქრონიკული ასთმა, მოწამვლის შედეგად კი მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მათი თქმით, ექიმების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და გვიან ღამით გული გაუჩერდა

5 ივლისს ლილოს დასახლებაში შპს "კრისტალის" კუთვნილი ავზიდან ქლორმა მაშინ გაჟონა, როდესაც იქვე მდებარე გაჩერებასთან ავტობუსი გაჩერდა. არსებული ინფორმაციით, ლაშა ნარიმანიძე ამ ავტობუსის მგზავრი იყო. 

შემთხვევის შედეგად 73 ადამიანი მოიწამლა.