ესპანელებმა პოლიციას მაღაროელების დაკავების უფლება არ მისცეს

ესპანელებმა პოლიციას მაღაროელების დაკავების უფლება არ მისცეს

მადრიდის პუერტა დელ სოლის მოედანზე ათასობით მაღაროელი შეიკრიბა, რომლებმაც 400 კილომეტრი ფეხით გამოიარეს, რათა სახელმწიფოს გადაწყვეტილება მაღაროების სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასთან დაკაშირებით, გაეპროტესტებინათ.

მაღაროელებს ქუჩაში ათასობით მადრიდელი დახვდა. მაღაროელები აღფრთოვანებულები დარჩნენ ამ დახვედრით. „ადამიანები აქ შესანიშნავები არიან! ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ ეს არის ქალაქი, სადაც ადამიანები მემარჯვენე შეხედულებებს იზიარებენ. ეს ასე არ აღმოჩნდა. ჩვენ გაკვირვებულები დავრჩით. ასვე თბილად გვხვდებოდნენ ჩვენ ყველგან, სადაც კი გავიარეთ“,- აცხადებენ მაღაროელები.

სამართალადამცავებმა მაღაროელთა დემონსტრაციის დაშლა ქალაქ სირენაში ძალის გამოყენებით სცადეს. , მოხდა შეტაკება, დემონსტრატები წინააღმდეგ პოლიციამ რეზინის ტყვიებიც გამოიყენა, მათ მაღაროელების დაპატიმრებაც სცადეს, თუმცა სირენელების გადაწყვეტილებამ, დაეცვათ მაღაროელები, პოლიციას უკან დაახევინა.