მულტიპლიკაციური ბეტი Lancôme-ს სარეკლამო კამპანიის სათავეში (VIDEO)

მულტიპლიკაციური ბეტი Lancôme-ს სარეკლამო კამპანიის სათავეში (VIDEO)

ანიმაციური პერსონაჟები, ისევ აგრძელებენ მოდის სამყაროს წარმომადგენლების გაცნობასა  და ახალი კოლექციების წარდგენას. ისინი მოდის ინდუსტრიის სარეკლამო კამპანიას ყოველთვის წარმატებით ხელმძღვანელობენ.

მოდური ბრენდები საკუთარი პროდუქტის პოპულარიზაციისთვის ხშირად რეკლამის ასეთ სახეს მიმართავენ, იყენებენ ცნობილ და ყველასთვის საყვარელ მულტიპლიკაციურ გმირებს, რომლებიც ხან კოსმეტიკას უკეთებენ რეკლამას და ხან სამოსს.

მაგალითად, კოსმეტიკური საშუალებების ბრენდმა MAC, 2011 წლის შემოდგომის მაკიაჟის ახალი კოლექციის რეკლამაში, ცნობილი კომიქსების გმირები გამოიყენა.  ხოლო ბრენდმა OPI სარეკლამო კამპანიაში, ყველასთვის საყვარელი მიკი და მინი მაუსები.

რაც შეეხება, კოსმეტიკური საშუალებების  ბრენდს Lancôme, მან ახალი კოსმეტიკური ტუშის Hypnôse Star სარეკლამო სახედ კანადელი მოდელი დარია ვერბოვი და ცნობილი მულტიპლიკაციური გმირი, 30-იანი წლების სილამაზის ეტალონი ბეტი ბუპი გამოიყენა.

სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, რეჟისორმა ჯოან სფარი გადაიღო მოკლემეტრაჟანი ვიდეო სახელწოდებით „ვარსკვლავური გამოხედვა“, სადაც დარია ბეტის საგრიმიოროში იცნობს.  ბეტი მას სამსახიობო ოსტატობაში, რამდენიმე პროფესიონალურ რჩევას აძლევს და  იდეალური მაკიაჟის თავისებურ საიდუმლოსაც ანდობს.