რამაზ საყვარელიძე: NDI-ის კვლევის შედეგები დემოკრატიის გაუარესებასთან დაკავშირებით, დასავლეთისთვის უცხო არ იქნება

რამაზ საყვარელიძე: NDI-ის კვლევის შედეგები დემოკრატიის გაუარესებასთან დაკავშირებით, დასავლეთისთვის უცხო არ იქნება

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე NDI-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, დემოკრატიის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეთა აზრი უარესობისკენ შეიცვალა, აცხადებს, რომ დასავლეთისთვის ეს ფაქტორი დიდიხანია ცნობილია და მათთვის ეს შედეგები უცხო არ იქნება.

„დასავლეთის მხრიდანაც, ოფიციალური წრეების, საერთაშორისო  ორგანიზაციებისა თუ ელჩების მხრიდან ისმის, ე.წ შეშფოთება იმის თაობაზე, რომ საქართველოში გაჩნდა პრობლემები დემოკრატიასთან დაკაშირებით, შეგახსენებთ ამერიკის ახალი ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადებას, რისი მოწმეც ჩვენ ვიყავით. სავარაუდოა, რომ NDI-ის კვლევის შედეგები დასავლეთისთვის უცხო არ იქნება, თუმცა მეეჭვება რომ ამ შედეგებმა გადამწყვეტი როლი იქონიოს. როგორც წესი, პოლიტიკური წრეები ამ გამოკველევების შედეგებით მხოლოდ მაშინ სარგებლობენ, როდესაც ეს მათ სჭირდებათ, თუნდაც კრიტიკის ან შეფასებისთვის და არა მაშინ, როდესაც აზრი უყალიბდებათ. მათ აზრი საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, უკვე ჩამოყალიბებული აქვთ.

რაც შეეხება, იმოქმედა თუ არა ხელისუფლების მხრიდან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბოლო პერიოდში განხორციელებულმა ქმედებებმა საქართველოს მოქალაქეების აზრის ჩამოყალიბებეზე დემოკრატიასთან დაკავშირებით, ყოველშემთხვევაში, სხვა ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც თითქმის ათსაფეხურიან ცვლილებას გამოიწვევდა, არ ჩანდა“,-აღნიშნავს საყვარელიძე.