ვანო მერაბიშვილი: ივანიშვილს ვხდებოდი და  ვეხმარებოდი საქმიანობაში, რომელსაც ახორციელებდა

ვანო მერაბიშვილი: ივანიშვილს ვხდებოდი და ვეხმარებოდი საქმიანობაში, რომელსაც ახორციელებდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა  ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა, რომ მან თავისი შეხედულება პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილზე უკვე ჩამოაყალიბა და აღნიშნა, რომ ივანიშვილს როგორც პოლიტიკოსს არ იცნობს.

„მე მას როგორც პოლიტიკოსს არ ვიცნობ, მე მას ძალიან კარგად ვიცნობ ადამიანად, რომელიც ეწეოდა ქველმოქმედებას. უფრო მეტასც გეტყვით, მე მას ვხვდებოდი და  ვეხმარებოდი იმ საქმიანობაში, რომელსაც ახორციელებდა. სიამოვნებით ვუწყობდი ხელს იმაში, რომ მას თავისი ქველმოქმედება უფრო ეფექტურად განეხორციელებინა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე მას როგორც პოლიტიკოსს არ ვიცნობ, თუმცა სამწუხაროდ, კარგად ვიცნობ, ადამიანებს, რომლებიც მის გუნდს წარმოადგენენ“, - განაცხადა მერაბიშვილმა.