NDI ნუგზარ წიკლაურის კომენტრს ეხმაურება

NDI ნუგზარ წიკლაურის კომენტრს ეხმაურება

NDI ეხმაურება პარლამენტის წევრის ნუგზარ წიკლაურის კომენტრს, რომელიც ტელეკომპანია PIK TV–ის 20:00–იანი ახალი ამბების გამოშვებაში გააკეთა:

გვსურს, გამოვეხმაუროთ ბატონი ნუგზარ წიკლაურის მიერ PIK TV–ის ეთერში გაკეთებულ კომენტარს NDI–ის უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევასთან დაკავშირებით, რომლის პრეზენტაციაც დღეს, 10 ივლისს გაიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუში  ბატონმა წიკლაურმა კვლევაში წარმოდგენილი სხვადასხვა მონაცემების სწორი ციტირება მოახდინა, მან ახსენა, რომ NDI–ის კვლევის მიხედვით, მხოლოდ გამოკითხულთა 13% მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდება.

გვსურს წარმოგიდგინოთ სწორი ინფორმაცია და ხაზი გავუსვათ, რომ 13%  წარმოადგენს იმ რესპონდენტებს, რომლებიც თვლიან, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდება. აქვე გვინდა, აღვნიშნოთ, რომ გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ არჩევნები მეტ–ნაკლებად კარგად ჩატარდება, 17% თვლის, რომ ნაწილობრივ გაყალბდება, 4%  – სრულიად გაყალბდება და გამოკითხულთა 23 %–მა არ იცის კითხვაზე პასუხი.