„თავისუფალი საქართველო“: დასაქმების სამინისტროს შექმნა „ნაციონალური მოძრაობის“ წინა საარჩევნო პიარია

„თავისუფალი საქართველო“: დასაქმების სამინისტროს შექმნა „ნაციონალური მოძრაობის“ წინა საარჩევნო პიარია

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადება, რომელიც დასაქმების მსურველთა ბაზაში ფორმირების პროცესის ნოემბრამდე გაგრძელებას ითვალისწინებს „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო პიარის ნაწილია.

როგორც პარტიის პოლიტიკური მდივანი, თენგიზ ომანიძე აცხადებს, მანჯგალაძის განცხადება ცხადყოფს, ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი სტრატეგია და ჩამოყალიბებული პროგრამა, როგორ უნდა მოხდეს ბაზაში მოხვედრილი პირების დასაქმება.

„დიდი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ ოქტომებრში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლების დაპირება ისევე მიეცემა დავიწყებას, როგორც ეს მოხდა 100 დოლარიან პენსიაზე, საყოველთაო დაზღვევასა და სოფლის მეურნეობის სექტორის აყვავებაზე“, - აცხადებს ომანიძე.

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ უმუშევრობის პრობლემის დაძლევა საქართველოში მხოლოდ ერთი გზით არის შესაძლებელი.

„უმუშევართა აღრიცხვაზე მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ იზრუნოს აგრალური და ინდუსტრიული სექტორის სუბსიდირებაზე, გლეხებისთვის მიწების და საძოვრების დაბრუნებასა და ქართული პროდუქციისთვის გადასაღების ბაზრის დაბრუნებაზე“, - განაცხადა მან.