ვასილ ჭყოიძე: მოულოდნელი არაა გამოკითხულთა უმეტესობა მხარს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს

ვასილ ჭყოიძე: მოულოდნელი არაა გამოკითხულთა უმეტესობა მხარს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს

ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტის ვასილ ჭყოიძისთვის ეროვნულ -დემოკრატიული ინსტიტუტის NDI -ის კვლევის შედეგები,  რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 70%,  ნატოში შესვლას კი, 62% უჭერს, მოულოდნელი არ ყოფილა.

„წინა გამოკითხვების მიხედვითაც,  ევროკავშირი ლიდერობდა ამიტომ ეს მონაცემი მოულოდნელი არ ყოფილა. არც ის იყო მოულოდნელი,  რომ კვლევის შედეგად,  გამოკითხულთა უმრავლესობა ამ ორ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებას უჭერს მხარს.  საერთოდ, მიმაჩნია, რომ  NDI ძალიან ავტორიტეტული და სერიოზული ორგანიზაციაა და ნდობას იმსახურებს“, - განაცხადა ჭყოიძემ.

რაც შეეხება, არჩევნებისადმი ნდობას და რომ „NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები გამოკითხულთა 42%-ის აზრით მეტ-ნაკლებად კარგად ჩატარდება, გამოკითხულთა - 17% ფიქრობს, რომ არჩევნები ნაწილობრივ გაყალბდება, 4% - დარწმუნებულია, რომ არჩევნები სრულად გაყალბდება, 23%-მა კი კითხვაზე პასუხი არ იცის“, აცხადებს, რომ არჩევნებისადმი  ნდობის საკითხი ქართულმა პოლიტიკურმა  ორგანიზაციებმა უნდა ამოწურონ და სხვა პრობლემებზე უნდა იმსჯელონ.

„პოლიტიკურ პარტიებს შორის კამათი  უნდა იყოს მათ პროგრამებზე,  სოციალურ საკითხებზე და ასე შემდგეგ.  არჩევნების სანდოობის საკითხი აღარ უნდა იდგეს ანუ საზოგადოებაში საარჩევნო საკითხებისადმი  100% იანი ნდობა უნდა გაჩნდეს.  ეს ადვილი არაა,  მაგრამ როგორც ხელისუფლებამ  ისე ოპოზიციამ  ეს იმ კონდიციამდე უნდა მიიტანოს, როგორიც სხვა დემოკრატიულ ნორმალურ სახელმწიფოებშია“, - განაცხადა ჭყოიძემ.