„ქართუ ჯგუფ“-ისა და პროგრეს ბანკის დაყადაღებული ქონება აუქციონზე არ გაიყიდა

„ქართუ ჯგუფ“-ისა და პროგრეს ბანკის დაყადაღებული ქონება აუქციონზე არ გაიყიდა

აუდიტის სამსახურის მიერ სს „ქართუ ჯგუფის“ დაყადაღებულ ქონებაზე გამართული აუქციონი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

ამ ეტაპზე სს "ქართუ ჯგუფი" არ გაყიდულა, რადგანაც ელექტრონულ აუქციონზე მისი შეძენის სურვილი ოფიციალურად არავის დაუფიქსირებია.

"ქართუ ჯგუფის" საწყისი ღირებულება 75 მლნ 940 ათას 330,50 ლარად იყო განსაზღვრული.

ამ დროისათვის არავინ დაინტერესებულა არც "პროგრეს ბანკის" წილის შეძენით. მისი წილის საწყის ღირებულებას კი 1 მლნ 783 ათას 249 ლარი წარმოადგენდა.

როგორც ცნობილია, აღსრულების ეროვნული ბიურო სს "ქართუ ჯგუფის" აქციათა 100% -ს და სს "პროგრეს ბანკში" აქციათა 21,71450%-ის გასხვისებას დღეისთვის დაგეგმილ აუქციონებზე გეგმავდა.

ქართუ ჯგუფზე ვაჭრობა ზუსტად 18:00 საათზე შეწყდა. ბანკზე ვაჭრობა კი ოფიციალურად 19:00 საათზე შეწყდება.

 აღსრულების ეროვნულ ბიუროში,  აცხადებენ, რომ პირველ აუქციონზე სს "ქართუ ჯგუფისა"  და ”პროგრეს ბანკის” აქციები არ გაყიდულა.  რა იქნება შემდეგი ქმედებები ამაზე განცხადებას აღსრულების ეროვნული ბიურო ხვალ დღის განმავლობაში გააკეთებს.