დოკუ უმაროვის ერთ-ერთი მცველი ხელისუფლებას ჩაბარდა

დოკუ უმაროვის ერთ-ერთი მცველი ხელისუფლებას ჩაბარდა

რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის აჰმედ კოტიევის განცხადებით, დოკუ უმაროვის ერთ-ერთი პირადი მცველი, რომლის სახელს და გვარს უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ასახელებენ, ხელისუფლებას ჩაბარდა. „დღესდღეობით ის  ხელისუფლების დაცვის ქვეშაა“,-განაცხადა კოტიევმა.

საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო პერიოდში 31 ბოევიკი დაუბრუნდს სამშობლოს. „შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ბოევიკების სამოქალაქო ინტეგრირების საკითხებზე მუშაობს. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ კომისიის დახურვაც მოგვიწევს, რადგან სულ 50-მდეა ბოევიკია დარჩენილი“,-აცხადებს კოტიევი.