NDI:   გამოკითხულთა 70% ევროკავშირში,  62% კი, ნატოში შესვლას უჭერს მხარს

NDI: გამოკითხულთა 70% ევროკავშირში, 62% კი, ნატოში შესვლას უჭერს მხარს

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს  გამოკითხულთა 70%,   ნატოში შესვლას კი,  62% უჭერს.

ამასთან, პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები გაგრძელდება, თუ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან რუსეთი თავის საელჩოებს გაიწვევს, მხარს გამოკითხული რესპოდენტების 55% უჭერს. ასევე, 55%-სთვის მისაღებია რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის შეთავაზება, რომლის მიხედვით, საქართველომ უარი უნდა თქვას ნატოში გაწევრიანებაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ, ეს  გამოკითხულთა 30%-სთვის მისაღებია და 28%-სთვის  მიუღებელი.

„საზოგადოებრივი განწყობის“ კვლევის პრეზენტაცია დღეს, NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ გამართა, რომლის ფარგლებშიც 6 299 მოქალაქე მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა.