NDI-ის კვლევის მიხედვით, საზოგადოების აზრი დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაუარესდა

NDI-ის კვლევის მიხედვით, საზოგადოების აზრი დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაუარესდა

დემოკრატიის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეთა აზრი უარესობისკენ შეიცვალა.

ამის შესახებ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებიდან გახდა ცნობილი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

კითხვაზე "არის თუ არა საქართველოში დემოკრატია?" გამოკითხულთა - 38%-მა "დიახ", 43% კი "არა" უპასუხა. კვლევაში ნათქვამია, რომ ეს შედეგი არის მნიშვნელოვანი ცვლილება მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებით, რომლის დროსაც ანალოგიურ კითხვაზე დადებითი პასუხი 49%-მა, ხოლო უარყოფითი პასუხი 34%-მა გასცა. 

წარმოდგენილი კვლევა 4-22 ივნისის ფარგლებში ჩატარდა და საქართველოს მაშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 6 299 მოქალაქე გამოიკითხა.    

აღნიშნული შედეგები დღეს NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ წარმოადგინა.