რამაზ საყვარელიძე: ეთნიკური ნიშნით პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მისაღები უნდა იყოს

რამაზ საყვარელიძე: ეთნიკური ნიშნით პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მისაღები უნდა იყოს

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე საქართველოს თურქების კონფედერაციის განცხადებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა და საკუთრი ბლოკის შექმნის შესახებ, აცხადებს, რომ ეთნიკური ნიშნით პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება არსად მოწონებული არ არის, თუმცა ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის მათი გააქტიურება მისაღები უნდა იყოს.

„მსგავსი შემთხვევა არა მარტო ქართულ სინამდვილეში, არამედ სხვაგანაც ბევრჯერ ყოფილა, როდესაც ეთნიკური ნიშნით ხდება პოლიტიკური ნიშნის ჩამოყალიბება და კაცმა რომ თქვას, დიდად მოწონებული ასეთი ნაბიჯი არსად არ არის. თუნდაც იმიტომ, რომ პოლიტიკური პლატფორმა უნდა იყოს განსხვავებული, ანალოგიური ნიშნით არის განსხვავებული მაგალითად, მაჟორიტარი დეპუტატი, რომელმაც ეროვნული ნიშნით უსაფრთხოების ინტერესი უნდა გაატაროს. რამდენად პროდუქტიულნი იქნებიან ეს ადამიანები ვერ გეტყვით, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი ინტეგრირებისთვის, ცუდი ნაბიჯი არ არის.

იმდენად დაძაბული პოლიტიკური სიტუაციაა დღეს საქართველში, რომ მეეჭვება საქართველოს თურქების კონფედერაციის მოლოდინები პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გამართლდეს, თუმცა გამორიცხული არ არის. აზერბაიჯანელების და სომხების პოლიტიკური პასიურიობა არის ერთ-ერთი ნიშანი იმის, რაც რეალურ შედეგს არ იძლევა ხოლმე არჩევნების დროს. მათი გააქტიურება ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის მისაღები უნდა იყოს“,-აცხადებს რამაზ საყვარელიძე.