აქ პოლიტიკური მიზანია ჩადებული, რომ როგორმე დაზიანდეს ბიძინა ივანიშვილი, როგორმე ბანკი, რომელიც ეკუთვნის საქველმოქმედო ფონდს, - ასეთია პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის შეფასება „ტვ პირველის“ წინააღდმეგ ბანკი „ქართუს“ საჩივართან დაკავშირებით.
მისი თქმით, არხი პირდაპირ ახორციელებს შეტევას ბანკი „ქართუს“ წინააღმდეგ, რომელიც ფონდი „ქართუს“ საკუთრებაა.
„რა საკვირველია აქ, პოლიტიკური მიზანია ჩადებული, რომ როგორმე დაზიანდეს ბიძინა ივანიშვილი, როგორმე ბანკი, რომელიც ეკუთვნის საქველმოქმედო ფონდს ჯერ კიდევ 2019 წლიდან. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბანკის შემოსავალი, მთლიანად მისი მართვა ეკუთვნის საქველმოქმედო ფონდს და ძალიან ბევრი საქველმოქმედო აქცია ტარდება ამ ფონდის მიერ. მშენებლობა, რემონტები, უამრავი პროექტი, რომელიც საქართველოს ინტერესებს პასუხობს პირდაპირ. ამაზე მიმდინარეობს შეტევა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ბანკი „ქართუ“ „ტვ პირველს“ სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივის. საქმე ეხება ინფორმაციას, რომელიც ოპოზიციურმა არხმა ფაქტების გარეშე გააშუქა.