ბიძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლში  მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

ბიძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

ქვემო ქართლში  პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“  მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია. მაჟორიტარი კანდიდატები კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა წალკაში „ქართული ოცნების“ ოფისის პრეზენტაციაზე დაასახელა.

კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატები თეთრიწყაროში - მამუკა აბულაძე, წალკაში - აიკ მელტოიანი, გარდაბანში - მამუკა არეშიძე, ბოლნისში - დარეჯან ჩხეტიანი, რუსთავში - ზვიად ძიძიგური, დმანისში კი - პაატა ხიზანიშვილი არიან.

ივანიშვილმა მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო და ადგილობრივთა  შეკითხვებს უპასუხა.

წალკაში კოალიცია  „ქართული ოცნების“  ოფისი დღეიდან ამოქმედდა.