ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილი პროფესიონალი მატყუარაა

ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილი პროფესიონალი მატყუარაა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროფესიონალი მატყუარაა. ივანიშვილის თქმით,  სააკაშვილი  როგორც ევროპას, ისე ამერიკას ატყუებს. შესაბამისად, მისი თქმით, ამ ტყულის შედეგია, რომ გარკვეულ საერთაშორისო კვლევებში საქართველოს პირველი ადგილი აქვს აღებული.

ივანიშვილისთვის  კვლევებში ასახული ფაქტები, თითქოს საქართველოში კორუფცია აღარ არსებობს დაუჯერებელია და აღნიშნავს, რომ  კორუფცია დღეს საშუალო რგოლში აღარაა.

„ყველა ფული დღეს ხელისუფლების ვიწრო წრეში მიდის და თუ ვინმე საშუალო რგოლიდან კორუფციაში ჩაება, მას აუცილებლად იჭერენ. სააკაშვილი უკვე ოპოზიციაშია, რადგან ის სწორედ ოპოზიციურ განცხადებებს აკეთებს მოსახლეობასთან შეხვედრებისას“, - განაცხადა ივანიშვილმა.

კოალიციის ლიდერმა პრემიერ-მინისტრის  ვანო მერაბიშვილის სამთავრობო პროგრამაზეც ისაუბრა  და აღნიშნა, რომ  მთავრობამ  „ქართული ოცნების“ პროგრამა თვალდახუჭულად გადაიღო და უხეშად გადაამრავლა.