მალაშხია:  საქართველოს თურქების კონფედერაციის განცხადებაზე კომენატრს აზრი არა აქვს

მალაშხია: საქართველოს თურქების კონფედერაციის განცხადებაზე კომენატრს აზრი არა აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის  შოთა მალაშხიას გაცხადებით, საქართველოს თურქების კონფედერაციის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებას აზრი არა აქვს, რადგან მათ  ქართულ საკანონმდებლო სივრცეზე ცოდნა არა აქვთ. აღნიშნული კომენტარი მალაშხიამ საქართველოს თურქების კონფედერაციის განაცხადებაზე გააკეთა, რომელთაც   საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება და საპარლამენტო ბლოკის შექმნა სურთ.  

from.ge–სთან საუბარში მალაშხიამ განაცხადა, რომ ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობა საქართველოში დაცულია.

„ამ კონფედერაციის განცხადებაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, ეს ამ ეტაპზე რაიმე აქტუალობასთან დაკავშირებული არ არის. ადამიანები არჩევნებში მონაწილეობას ღებულობენ და თავიანთი ხმა აქვთ, მათ შეუძლიათ აირჩიონ დეპუტატი მარნეულიდან, ბოლნისიდან, შიდა ქართლის სხვა რაიონებიდან. ეს ასეც ხდებოდა და ასეც მოხდება. აქ ნაკლები ცოდნა ჩანს ქართული საკანონმდებლო სივრცის, ამიტომ ამაზე კომენტარის გაკეთებას აზრი არა აქვს“, - აღნიშნა მალაშხიამ.

საქართველოს თურქების კონფედერაციის ხელმძღვანელის დაშგინ გიულმამედოვის განცხადებით, კონფედერაციას საკმაო მხარდაჭერები ჰყავს ბორჩალოში, შიდა ქართლში, თბილისში, ამას დაემატება აჭარის მუსულმანი ელექტორატი.

„თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, ჩვენ შევძლებთ ქართულ პარლამენტში ბლოკის შექმნას. ორ ვარიანტს განვიხილავთ ვის დავუჭიროთ მხარი - „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს თუ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს. ჯერჯერობით, მხარს არავის ვუჭერთ, ჩვენ გვერდით დავუდგებით მას, ვინც წამოაყენებს კარდინალურ კონცეფციას, რომელიც საქართველოს თურქების პრობლემას მოაგვარებს, - განაცხადა გიულმამედოვმა.