გოგი ხუციშვილი: რუსეთი ყველანაირ წინააღმდეგობას გაუწევს ამ რეზოლუციის შესრულებას

გოგი ხუციშვილი: რუსეთი ყველანაირ წინააღმდეგობას გაუწევს ამ რეზოლუციის შესრულებას

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი ეუთოს მიერ  საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიღებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია რა მექანიზმები არსებობს დღეს იმისთვის, რომ მხარეებს აიძულონ აღებული ვალდებულებები შეასრულონ, მაშინ როდესაც რუსეთის ფედერაციას წინააღმდეგობის გაწევის უნარი შესწევს.

„ეუთო-ს ყველა წევრმა ქვეყანამ ამ რეზოლუციის სასარგებლოდ მისცა ხმა, გარდა რუსეთისა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი წინააღმდეგია ამ რეზოლუციის და ყველანაირ წინააღმდეგობას  გაუწევს ამ რეზოლუციის განხორციელებას. ეს რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში დაფიქსირებულია ის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული ტერიტორიებია რუსეთის მიერ, უპირობოდ უნდა მოხდეს დევნილი მოსახლოების დაბრუნება ამ რეგიონებში. ამაზე წამოსვლა ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა ამ რეგიონების მიამრთ თავისი პოლიტიკა სერიოზულად უნდა შეცვალოს და ამავე დროს უნდა აამუშაოს ის მექანიზმი, რომელზეც ხელის აქვს მოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს, თუმცა აქამდე არ ასრულებს. ევროკავშირის დამკვირვებელების შეშვება აუცილებლად უნდა მოხდეს ორივე მხარეს, აქამდე მხოლოდ საქართველოს მხარეს მოქმედებდნენ ისინი.

 ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რა რეზოლუცია მიღო დღეს ეუთო-მ, უფრო მნიშვნელოვანია რა მექანიზმი არსებობს იმისთვის, რომ მხარეებმა ეს ვალდებულებები შეასრულონ. ჯერჯერობით მსგავსი მექანიზმები შემუშავებული არ არის. მითუმეტეს ისეთი მსხვილი მოთამაშის მიმართ, როგორიც  რუსეთის ფედერაციაა, რომელსაც მაინც გააჩნია საშუალება, რომ წინააღმდეგობა გაწიოს და მთავარ პრობლემასაც ეს წარმოადგენს“,- აღნიშნავს გოგი ხუციშვილი.