რუსეთსა და უკრაინაში გლოვის დღეა გამოცხადებული

რუსეთსა და უკრაინაში გლოვის დღეა გამოცხადებული

 დღეს რუსეთსა და უკრაინაში გლოვის დღეა.  რუსეთში კრასნოდარის მხარეშიწყალდიდობის შედეგად დაღუპულ 171 ადამიანს, ხოლო უკრაინაში 7 ივლისს მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულ 17 ადამიანს გლოვობენ.  

დღეს რუსეთისა და უკრაინის ქალაქებში, აგრეთვე საზღავრგარეთ სახელმწიფო დაწესებულებებში დაშვებული იქნება სახელმწიფო დროშები. სატელევიზიო არხებზე შეზღუდული იქნება გასართობი გადაცემებიც.

კრასნოდარის მხარეში უკვე ჩაფრინდა რუსეთის პრეზიდენტი. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აყალდიდობის შედეგად  დაზარალებულ თითოეულ ოჯახს პირველადი დახმარების სახით გამოეყოფა 10 000 რუბლი. სამხარეო ხელისუფლება თითოეულ დაზარალებულს 50 000, ხოლო რუსეთის ფედერაცია 100 000 რუბლს გამოუყოფს. გარდცვლილთა ოჯახებს კომპენსაციის სახით 1 მილიონი რუბლი გადაეცემა, დაკრძალვის ხარჯებს კი სახელმწიფო თავის თავზე აიღებს. 

მეორე ტრაგედია უკრაინაში კიევი-ჩერნიგოვის ტრასაზე მოხდა. ავტობუსს მომლოცველები მონასტერ „პოჩევსკაია ლავრაში“ მიჰყავდა.  ავტობუსი საგზაო ნაწილიდან გადავიდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 17, ხოლო დაშავდა 29 ადამიანი. წინასწარი მონაცემებით, ტრაგედიაში დამნაშავე მძღოლია, რომელმაც ავტობუსის საჭე ვერ დაიმორჩილა.  დაზრალებულ მომლოცველებს ფსკოვის ოლქის ხელისუფლება 200 000 რუბლს, ხოლო გარდაცვლილებს 600 000 რუბლს გადაუხდის.