სამოქალაქო ფრონტი“ აქციებზე მოქალაქეთა დასაცავად მობილურ ჯგუფებს შექმნის

სამოქალაქო ფრონტი“ აქციებზე მოქალაქეთა დასაცავად მობილურ ჯგუფებს შექმნის

„სამოქალაქო ფრონტი“ აქციებზე მოქალაქეთა „ზონდერების მხრიდან“ ძალადობისგან დასაცავად მობილური ჯგუფების შექმნას აპირებს.  ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა, ჯაბა ჯიშკარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც სპეციალური მიმართვა გაავრცელა.

მისი თქმით, აღნიშნულ ჯგუფში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება და ახალგაზრდებს სამშობლოსა და ღირსების დასაცავად აღნიშნულ პროექტში შეერთებისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებ საქართველოს ახალგაზრდებს, ჩაერთონ ამ პროცესებში, რათა დაიცვან თავისი არჩევანი და თავისუფალი მომავალი. ამ მიზნით განახლებული ძალებით ვაპირებთ მობილური ჯგუფების შექმნას, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების უფლებებს სიცოცხლის ფასად დაიცავენ. მთავრობაში საკადრო ცვლილებებიდანაც გასაგებია, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება არჩევნების ჩატარებას. დღეს სკოლის დირექტორიდან დაწყებული პრემიერ-მინისტრით დამთავრებული, ყველა პოლიციელია. ჩვენ დავამთავრებთ ხელისუფლების ამ ისტერიას და გავაგრძელებთ საქართველოს ისტორიას. სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი განწირულია", - განაცხადა ჯიშკარიანმა.