კახა ლომაია მაია მიმინოშვილის გათავისუფლებაზე კომენტარს არ აკეთებს

კახა ლომაია მაია მიმინოშვილის გათავისუფლებაზე კომენტარს არ აკეთებს

გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა ლომაია გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის გათავისუფლების შესახებ კომენტარს არ აკეთებს. არადა, სწორედ ლომაიას დროს მუშაობდა მაია მიმინოშვილი, რომელიც წარმატებული რეფორმის ერთ–ერთ ავტორად სახელდებოდა.

ლომაია დღეს საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა. გაეროში რამდენიმე ქვეყნის ელჩი დავით ბაქრაძეს შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრას ესწრებოდა გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა ლომაია. მას რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემა მაინც მოუწია.

 მაია მიმინოშვილის გათავისუფლებას როგორ შეაფასებდით?

ჩემი მხრიდან კომენტარი უადგილო იქნება.

 საპარლამენტო არჩევნების წინ ნაციონალურ მოძრაობას ხომ არ შემოუთავაზებია რომ ისევ პოლიტიკაში დაბრუნდეთ? ნაციონალური მოძრაობის სიაში ხომ არ გიხილავთ?

 არა. ასეთი შემოთავაზება არ ყოფილა.

 რაც შეხება თქვენსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შესაძლო თანამშრომლობას, ამაზე რას იტვით? 

 არავითარი თანამშრომლობა არ არის.

 სურათები გავრცელდა, სადაც თქვენ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აქციაზე ერთად ხართ?

 ვის აქციაზე?

 ნიუ-იორკში იყო ეს აქცია.

 „ქართული ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენელი მოვიდა ჩვენს აქციაზე.