„დემოკრატიული მოძრაობა“ კრასნოდარში მომხდრი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს

„დემოკრატიული მოძრაობა“ კრასნოდარში მომხდრი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს

პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა“ რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ კრასნოდარის მხარეში მომხდარი ძლიერი წყალდიდობის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„კრასნოდარის მხარეში, სტიქიამ სამწუხაროდ 171 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 24 ათასზე მეტი ადამიანი დააზარალა. „დემოკრატიული მოძრაობა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დატრიალებული ტრაგედიის გამო და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, - ნათქვამია „დემოკრატიული მოძრაობის“ განცხადებაში.

კოკისპირული წვიმის შედეგად 6 ივლისს ქალაქები გელენჯიკი, კრიმსკი, ნოვოროსიისკი და დასახლებული პუნქტები დივნომორსკი, ნიჟნებაკანსკაია, ნებერეჟევსკაია და კაბარდინკა დაიტბორა, წყალი შევიდა 5 ათასზე მეტ საცხოვრებელ სახლში, მოშლილია ენერგომომარაგების, გაზისა და წყალმომარაგების სისტემები.